მე-19 საუკუნეში თადეოზ გურამიშვილის მიერ აგებული მარანი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით ქართული საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. ის აღიარებული და დამტკიცებულია როგორც მე-19 საუკუნის პირველი ნახევრისთვოს დამახასიათებელი კლასიცისტური სტილის არქიტექტურულ ძეგლად.

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ იქორწინა ოლღა თადეოზის ასულ ოლღა გურამიშვილზე, რომელმაც მამისგან მემკვიდრეობით მიიღო მარანი. გურამიშვილებისა და წმ.ილია მართალის მარანი სოფელ საგურამოში, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ობიექტია.

კომპანიამ „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მარნის რესტავრაცია და აღდგენა 2015 წელს დაასრულა. აქ მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ როგორ მზადდება ქართლის იშვიათი ყურძნის ჯიშებისგან ტრადიციული მეთოდით ღვინო, ცქრიალა ღვინო და ჭაჭა. ასევე დაათვალიერონ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში - თადეოზ გურამიშვილის მარანი, დააგემოვნონ ქართული კერძები და დაგეგმონ მნიშვნელოვანი ღონისძებები: ქორწილი, კორპორატიული ღონისძიება და კონფერეცია ყველა საჭირო ინვენტარითა და დამატებითი სერვისებით.